MUST / მომხმარებლის მხარდაჭერა

კონფიდენციალურობა

შენი ინფორმაცია

MUST ინახავს შეკვეთისას მითითებულ საკონტაქტო და მიწოდების მონაცემებს, ნივთებსა და გადახდის სტატუსს. ანგარიშის მონაცემები გამოიყენება ავტორიზაციისა და შენი შეკვეთების ისტორიის საჩვენებლად.

გადახდა და რჩეული ნივთები

ბარათის მონაცემები შეგყავს TBC-ის დაცულ გადახდის გვერდზე და MUST მათ არ ინახავს. კალათა და რჩეულები იყენებს ბრაუზერის მეხსიერებას; ავტორიზაცია — სესიის მეხსიერებას. ავტორიზებული მომხმარებლის რჩეულები ანგარიშშიც ინახება.

სიახლეების გამოწერის ფორმა ინახავს ელფოსტასა და არჩეულ ენას. შენს მონაცემებზე წვდომის ან შესწორებისთვის დაუკავშირდი მხარდაჭერას.